ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის პორტი

 ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა რომ„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა“.

„როგორც ცნობილია, ჩვენ გვქონდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, მიმდინარეობდა კერძო პარტნიორის შერჩევა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. როგორ ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა. ამაზე საჯაროდ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ეს იყო შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ასევე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ ვადა, რომ წარმოედგინათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებები, აგრეთვე, ხელშეკრულებებზე კომენტარები, შესაბამისად, ეს ვადა უკვე გავიდა"- განაცხადა მინისტრმა. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება.

მეტის ნახვა