ბათუმის ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით გაიზარდა

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს. დამტკიცდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები,  რომლის თანახმად, მთავარი ფინანსური დოკუმენტი 68 მილიონი ლარით გაიზარდა და 450 მილიონი ლარი შეადგინა. გაზრდილი თანხები  ძირითადად ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით გადანაწილდა.

მეტის ნახვა