ახალი ამბები • 1750168849
ბათუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართა
ეკონომიკა
1682514065
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში აჭარის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გააქტიურებაზეც. ღონისძიების მიზანი კერძო კომპანიებისთვის სასურველი კადრების გამარტივებული გზით პოვნაა.
რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, მათ საშუალება ეძლევათ იშოვონ საინტერესო და მორგებული სამსახური. ღონისძიება ორდღიანია. დასაქმების მსურველები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გასაუბრებას ხვალ შეძლებენ.

პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა
1749708000

“ეს იყო კლასიკური გატაცება” | კოტე იოსელიანი
1749645219

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა