ახალი ამბები • 1735227842
ბათუმში, KFC იხსნება
"KFC საქართველოს" რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - მაღალი მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ბათუმში, პირველ ობიექტს ხსნის. "ქეი ეფ სი"-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ევროპის მოედანზე, მ.აბაშიძის 34 ნომერში, წლის ბოლოსთვის უმასპინძლებს.
100 სტუმარზე გათვლილი კვების ობიექტი, სტუმრებისთვის, ყოველდღიურად იმუშავებს და ხელმისაწვდომი იქნება მიტანის სერვისიც.
Kentucky Fried Chicken ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც ცნობილია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში, (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში "ქეი ეფ სი"-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად, (კოვიდ ვითარების მიუხედავად) განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
1728455482
1727447820