დიდ სახელმწიფო კლინიკებში, სადაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურება, 30%-ით გაიზარდა

დიდ სახელმწიფო კლინიკებში, სადაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურება, 30%-ით გაიზარდა. ცვლილების თანახმად, რეგიონებში არსებულ მრავალპროფილურ ცენტრებში ექიმის ანაზღაურება საათში 8 ლარია, რაც ყოველთვიურად 1440 ლარს შეადგენს.

 უმცროსი ექიმის კი  საათში 6 ლარს, რაც ჯამში  თვიურად 1080 ლარია.  ექთნის საათობრივი ხელფასი - საათში 5 ლარია, რაც თვიურად 900 ლარს შეადგენს,დამხმარის კი - 3 ლარი, ანუ თვეში 540 ლარი.  სანიტრის ანაზღაურება 2.50, ანუ თვიურად 450 ლარია.

სხვადასხვა დეპარტამენტების სირთულის მიხედვით სახელფასო ტარიფი იზრდება. ანაზღაურება 1-ელი აგვისტოდან გაიზარდა და გაზრდილ ხელფასს მედპრესონალი თვის ბოლოს მიიღებს. ახალი სახელფასო სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ  სახელმწიფო დიდ კლინიკებში ამოქმედდა, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მეტის ნახვა