ფინანსთა მინისტრი: მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება - ეკონომიკა საშუალოდ, ყოველწლიურად 9%-ით იზრდება, რასაც თან ახლავს მიზნობრივთან ახლო ინფლაცია

სს

სს

„დღეის მდგომარეობით, საქართველო გაწევრიანებულია ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემა NCTS-ში, სავაჭრო შეთანხმებები მოქმედებს ევროკავშირთან, ჩინეთთან და საერთო ჯამში 47 ქვეყანასთან და საბაჟო კავშირთან, ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება 58 ქვეყანასთან. ამ ყველაფერმა მოითხოვა უზარმაზარი ძალისხმევა. საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში ცვლილებების განხორციელება და ციფრული პლატფორმების შექმნა. ხელშესახები შედეგები იზომება კონკრეტული ინდიკატორებით. საქართველო მე-3 ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოთი, მე-14 ადგილზეა საჯარო სერვისებში, მეორეზე - ოპერაციული ეფექტურობით B-Ready კვლევის მიხედვით (რომელიც ჩაანაცვლებს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს) და პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობით,

 

ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთობლივ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთი ფანჯრის კონცეფციით, რაც მოითხოვს პროცედურების და ინფრასტრუქტურის გამარტივებას. ვემზადებით გადამცემი ხაზების გაფართოებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი - წყალქვეშა ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელების აშენებით. ინვესტიციებს ვახორციელებთ ახალ ღრმაწყლოვან პორტში და ვგეგმავთ ახალი აეროპორტის აშენებას. შუა დერეფანს ყოველთვის ჰქონდა თავისი ნიშა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მასში ინვესტირება ათწლეულების წინ. იმისათვის, რომ შუა დერეფანი ეფექტურ და სტაბილურ მარშრუტად ჩამოყალიბდეს და იქცეს სხვა მარშრუტების ნაწილობრივ ალტერნატივად, ის მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სამომავლო მხარდაჭერას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეტის ნახვა