ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 86 თეთრიგახდა.  ევროს კურსი 3 ლარი და 7 თეთრია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 12 ივნისს შევა.  ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად, ეროვნულმა ბანკმა  სავალუტო აუქციონზე დღეს კიდევ ერთხელ 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

მეტის ნახვა