ახალი ამბები • 1740209320
საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა | სები

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სები ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $242 მილიონი შეადგინა, რაც 8,5%-ით ($23 მილიონით) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სების ინფორმაციით, ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირებულია რუსეთიდან (-62%) და გაზრდილია ყირგიზეთიდან (126%). ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია აშშ-დან და ევროპიდან, სადაც ფულის ძირითად წყაროს, ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.
ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება
აშშ - $47 მლნ
იტალია - $46 მლნ
რუსეთი - $25 მლნ
ისრაელი - $21 მლნ
გერმანია - $19 მლნ
საბერძნეთი - $19 მლნ
თურქეთი - $7.6 მლნ
ყირგიზეთი - $6.2 მლნ
ესპანეთი - $5.3 მლნ
ყაზახეთი - $4.7 მლნ
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.3 მილიონი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის იანვრის ($26.1 მილიონი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.4% მეტია.

1728455482