ახალი ამბები • 1732172899
2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა - საქსტატის მონაცემები
განათლება
1728283771
2022-2023 სასწავლო წელს სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. საქსტატის ცნობით, მათგან 6 409 გოგო, ხოლო 8 502 კი ბიჭია. 2021-22 წლებში ეს ციფრი 8 ათას 846-ს შეადგენდა, რომელთაგან 3 ათას 770 გოგო, ხოლო 5 ათას 76 ბიჭი იყო. განათლების ექსპერტები მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ გამოწვევებს უკავშირებენ. სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით კი, გაორმაგებულია ბავშვების რაოდენობა, ვინც სკოლიდან ქვეყნიდან წასვლის გამო გავიდა. თუკი 2021 წელს ეს ციფრი 2ათას 698 იყო, 2023 წელს მონაცემმმა 5 ათას 604 შეადგინა.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარ მილ...
1731685299
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა