ახალი სასწავლო წელი დაიწყო - ხუცუბანსა და ბუკნარში ახალი სკოლები გაიხსნა

ხუცუბანი

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის ზარი დღეს პირველად 50 000  მეტი პირველ კლასელისთვის დაირეკა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ხუცუბანში 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განთავსებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ქობულეთში ასევე დასრულდა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სკოლის ტერიტორია, ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი. 

აჭარაში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა,  სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა- 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა. 

მეტის ნახვა