ახალი ამბები • 1751633470
ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მანამდე განხორციელდა სადეზინფექციო და გენერალური დალაგებითი სამუშაოები.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს COVID-19-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ პირობებს. მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.
მერიაში ამბობენ, რომ თანამშრომლებს რეგულარულად უტარდებათ ტესტირება. ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით.
დაწესებულებათა მისაღები სივრცეები მოწყობილია კოვიდრეგულაციების დაცვის შესაბამისად, სადაც აღსაზრდელები შესვლისთანავე გაივლიან დეზობარიერებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებულს, ეკიპირებული მედდა უტარებს თერმოსკრინინგს და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში, აღსაზრდელი, კანონიერი წარმომადგენლის გამოცხადებამდე საბავშვო ბაღის ჰოლში გამოყოფილ თვითიზოლაციის ოთახში გადაჰყავთ.

1751012220

1745312322