ახალი ამბები • 1748595600
ბათუმში აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
განათლება
1731514110
აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმი გაიხნა ბათუმში. "მომავლის ნავიგაცია: მდგრადი მეთევზეობა, საზღვაო განათლება და წვრთნა გემების ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში" - ეს წლევანდელი ღონისძიების თემაა. მასში კორეის, ჩინეთის, სინგაპურის, ინდონეზიის, მალაიზიის, ფილიპინების და სხვა წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას, გაცვლით პროგრამებს და ერთობლივ მულტიდისციპლინურ კვლევებს საზღვაო განათლებისა და მართვის სფეროებში. ფორუმი 3 დღიანია და მისი ორგანიზატორი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტია.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა