ახალი ამბები • 1752267330
ბათუმში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა
“ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” - დღეს ბათუმში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. საგანმანათლებლო ღონისძიებაზე 30-მდე სტენდი გამოფინეს უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, ორგანიზაციებმა, კვლევითმა ცენტრებმა. წარადგინეს ექსპერიმენტები, მოსწავლეებისთვის სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები. მიზანი ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე სკოლის მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესება და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირებაა. პიკნიკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე III”.

1752065820

1745312322