ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია სახელმძღვანელოში

"შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?" - ეს კითხვა, მე-9 კლასელებს მიემართება და შესულია იმ სახელმძღვანელოში, რომლითაც მოზარდებს საქართველოს ისტორიას ასწავლიან.

წიგნი 2020 წელს „დიოგენემ“ გამოსცა და ამავე წელს მიიღო განათლების სამინისტროს გრიფირება, ანუ დასტური, რომ სკოლაში შეიტანონ და უფროს კლასელებს ასწავლონ.

მე-9 და მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანლოში განათლების სამინისტრომ განსაკუთრებული ადგილი ბიძინა ივანიშვილსაც მიანიჭა. რით დაიმსახურა "ქართული ოცნების" ლიდერმა სასკოლო წიგნში მოხვედრა? ეს კითხვა დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა.

პოლიტიკოსებმა პროტესტის ნიშნად აქციაც დააანონსეს. მოქალაქეები მსგავს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ და საბჭოთა კავშირის პერიოდს ადარებენ.

მეტის ნახვა