ახალი ამბები • 1756410394
ბსუ-ს კანცლერმა თანამდებობა დატოვა
განათლება
1667388608
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანცლერის გარეშეა. პოზიციაზე ახლად არჩეულმა ნიკა ჩხარტიშვილმა თანამდებობა დატოვა. TV25-ის ინფორმაციით, მან შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციას უკვე წარუდგინა. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, გადაწყვეტილება პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო და ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას.
TV25-ს ბსუ-ში უთხრეს, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. ამ ეტაპზე, განაცხადი მერაბ დიასამიძეს აქვს დარეგისტრირებული, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსია. არჩევნები 7 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა