„დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“

USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ინოვაციური საგრანტო კონკურსი დაიწყო. იგი კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად, რეგიონებში, პროფესიული უნარების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას  ითვალისწინებს.

თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, უნდა მოხდეს კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფები ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები არიან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, სასწავლო დაწესებულებებს, ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პროგრამის ბიუჯეტი 13 მილიონი ამერიკული დოლარია.

მეტის ნახვა