ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს  აბიტურიენტებმა თავი ქიმიასა და ისტორიაში გამოსცადეს.  აჭარაში სულ 4 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ქიმიის გამოცდაზე

277 აბიტურიენტი  იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 234 გამოცხადდა. რაც შეეხება ისტორიას, რეგისტრირებული 776-დან გამოცდაზე 722 გამოცხადდა. იყო დაგვიანების ერთი შემთხვევა. 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან, 3 000-ზე მეტს გრანტის მიღება სურს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მეტის ნახვა