ახალი ამბები • 1763483982
I-VI კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება
2026 წლიდან, I-VI კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება სკოლებში არსებული პრაქტიკის ანალიზის შემდეგ მიიღეს და ცვლილება 2026 წლიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდება.
„ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გივი მიქანაძე.
1756113571





















