ახალი ამბები • 1751273063
ხვალ, დილის 9 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება
განათლება
1747835253

ხვალ დილის 9 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, registration.emis.ge-ზე 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
რესურსცენტრის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში ამ დროისთვის, 1400-მდე ადგილია.
რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, მოსწავლეების და-ძმები, ასევე სკოლის თანამშრომლების შვილები დარეგისტრირდნენ.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა