ახალი ამბები • 1756410394
მოსწავლეებმა კლასში ინვენტარი დაწვეს
განათლება
1638786994
ვანდალიზმი ხელვაჩაურის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა საკლასო ინვენტარს ცეცხლი წაუკიდეს. ფაქტის ამსახველი კადრები, „TV25“-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.
კადრებში ჩანს, რომ ხმაურის მიუხედავად, მე-8 კლასელების ქმედებაზე, არავინ რეაგირებს. ფაქტზე სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენმა მაუწყებელმა კადრები გაავრცელა.
საქმე ისაა, რომ სკოლის ადმინისტრაციას ვიდეოს გამავრცელებლის დადგენა უფრო აინტერესებს, ვიდრე თავად ფაქტის მიზეზის. თემაზე, ჩვენი გადამღები ჯგუფი, ამ წუთებშიც მუშაობს. დეტალებზე უფრო ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში მოგიყვებით.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს, მეორე - დაჭრეს
1751529202
მეტის ნახვა