ნანეიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბაღი

ნანეიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება  280 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ეზოში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სპორტული მოედანი. პარალელურად საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა ვაჟა-ფაველას ქუჩაზე, ხოლო ამ დრომდე სამუშაოები გრძელდება აეროპორტის გზატკეცილზე. სამივეს ბიუჯეტი 11 მილიონ 78 ათას 691 ლარს შეადგენს. წელსვე დაიწყება დამატებით ორი ახალი ობიექტის მშენებლობა ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასა და ივანე მესხის პირველ ჩიხში, რისთვისაც 10 მილიონ 763 ათას 601 ლარია გათვალისწინებული. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ბათუმში  10 საბავშვო ბაღი აშენდა და რეაბილიტირდა 20. 

მეტის ნახვა