ახალი ამბები • 1756410394
პრემიერი: ქვეყანაში დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი უნივერსიტეტი გასცემს მას. სახელმწიფომ ყველა უნივერსიტეტში უნდა უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი...

სს
დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
„როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს დიპლომს, თუ კერძო უნივერსიტეტი. შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი. დღეს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც,
უნივერსიტეტებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა თავისი ტრადიციული პროფილი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ტექნიკური პროფილი, თსუ იყო უფრო მეტად მრავალფუნქციური, ილიას უნივერსიტეტს - პედაგოგიური მიმართულება და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწირი რესურსების პირობებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა პრემიერმა.

1756113571