ახალი ამბები • 1732713935
რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა განათლებაში | რატომ გაქრა ნაწარმოებები საგამოცდო პროგრამებიდან
პარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ინახება, თავად ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა კი საზოგადოების დიდ ნაწილში განათლების მნიშვნელობას და ცნებას აუფასურებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს. ცვლილება რბილი სიტყვაა იმ ქმედებისთვის, რასაც განათლების სამინისტრო ახლა ახორციელებს. ილიას, ვაჟას, აკაკის, გალაკტიონის, ალექსანდრე ყაზბეგისა და კიდევ სხვა ბუმბერაზი მწერლებისა თუ პოეტების უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები საგამოცდო პროგრამებიდან ქრება. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. ისტორიიდან იღებენ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებების ეპიზოდებს. პედაგოგთა ნაწილმა ამ ყველაფერს უკვე უწოდა ცენზურა და საქართველოს გარუსების პოლიტიკა.
1728455482
1727447820