"საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება" | როლანდ შავაძე სკოლებში ახალ მაკონტროლებლებზე

rolandi

"ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური" მოდელი, როცა სახელწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი ლელოდან, როლანდ შავაძე სკოლებში ახალი მაკონტროლებლების სისტემის შემოღებას. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი - ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. როლანდ შავაძე აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში, განათლების მინისტრის ბრძანებით, ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება.

"რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო  ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად  მარწუხებში მოქცევა.

ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური" მოდელი, როცა სახელწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების" პროპაგანდის გასავრცელებლად.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ სკოლებს, თავისუფლად შეეუძლიათ თავად აწარმოონ ნებისმიერი მონაცემის დაცვა. სასწავლებელს ამას, როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის შიდა განაწესი ავალდებულებს."-განაცხადა ბრიფინგზე როლანდ შავაძემ. 

მეტის ნახვა