სკოლებში სავალდებულო საბაზისო განათლება 10-კლასიანი გახდება

სკოლებში სავალდებულო საბაზისო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10-კლასიანი გახდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო. სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში. ცვლილებების თანახმად, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: 6 წლიანი - დაწყებითი,  4 წლიანი -  საბაზო და საშუალო განათლება, რომელიც 2 წელს ითვლის. უკვე არსებული კანონმდებლობით, ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავდა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საბაზისო საფეხურის ერთი წლით გაზრდა შესაბამისობაშია წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან.

მეტის ნახვა