ახალი ამბები • 1738944434
სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდისა და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად დაინიშნა
განათლება
1639481226

ბათუმის მე-4 მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აჭარის განათლების ფონდის და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად დანიშნეს.
სულიკო თებიძე ახალ თანამდებობაზე რეგიონის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მედიის გარეშე წარადგინა. ინფორმაციას კი თავად სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თებიძე დღეს, ფონდში დასაქმებულ პირებს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დანიშვნამდე ფონდში დირექტორის მოვალეობას რუსუდან ქავთარაძე ასრულებდა, რომელიც ახლა დირექტორის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, სულიკო თებიძე ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ 2017 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. იგი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
1738914298

ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482

ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა