ახალი ამბები • 1735650420
ტური TV25-ში
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი, მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს.
სკოლის მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სამაუწყებლო კომპანია TV25 ტურს გთავაზობთ.
ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ სივრცე, სადაც თქვენთვის კარგად ცნობილი და საყვარელი გადაცემები კეთდება.
გაეცნობით პირდაპირ ეთერში საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის პროცესს. ტურის ფარგლებში, თქვენ ასევე, ფოტოების გადაღების საშუალება გექნებათ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ: ტურის ფარგლებში, ტელევიზიაში მხოლოდ 17-მდე ადამიანის მიღებაა შესაძლებელი.
ტელევიზიაში ტური უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ამისათვის კი საჭიროა განაცხადის გამოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე: tvmeskhi@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 579 34 24 24-ზე
1728455482
1727447820