ახალი ამბები • 1732284277
TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯაროს სკოლიდან ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხიეს
TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯაროს სკოლიდან ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხიეს. დაწესებულებაში მხოლოდ საქართველოს დროშა დატოვეს.
შეგახსენებთ, გუშინ, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.
გარდა ამისა, დაწესებულებაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყო აღიარებული. ამას ის ფაქტი მოწმობდა, რომ სკოლის შენობის კედელზე აფხაზეთის დროშა იყო განთავსებული.
ამ მასალის გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტეს. მინისტრის თქმითვე, საკითხზე მოკვლევა ისევ გრძელდება.
1727447820