„დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს“ - ძლიერი საქართველოს ინიციატივა ხმების დასაცავად

„დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს“- ძლიერი საქართველოს ინიციატივა ხმების დასაცავად. კოალიციის კამპანია ამომრჩევლისთვის ორი ახალი ინსტრუმენტის შეთავაზებას ითვალისწინებს. ეს არის განაცხადის ფორმა, რომლითაც ემიგრანტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ ცესკოს და დაადასტურონ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს, თუმცა ამის მიუხედავად მათი მონაცემები გამოყენებული იყო კენჭისყრის პროცესში. მეორე ბერკეტი კი არის ისევ განაცხადის ფორმა, რომლითაც შეუძლიათ მოქალაქეების ფარულობის პრინციპის დარღვევის მოტივით მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვონ, რომ ბათილად იქნას ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ფეისბუქზე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც დაინტერესებულები ყოველდღიურად სიახლეებს გაეცნობიან. 

მეტის ნახვა