ხვალ, 12 ნოემბერს, 19 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

 

"26 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს ხმებთან ერთად მოგვპარა ევროპული მომავალი. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხმა და კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება. ამ მიზნის საბოლოო მიღწევამდე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არა რუსეთის მსახურ ოლიგარქ ივანიშვილს.


ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველო ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები "დასვეს".
ამიტომ, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ჩვენი ხმების დასაცავად ვიკრიბებით ბათუმში, ცესკოს შენობასთან, დ.თავდადებულის #27 და ვითხოვთ ახალ არჩევნებს.

ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის შემოგვიერთდით!"- წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტის ნახვა