ახალი ამბები • 1743412024
სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება| საია
არჩევნები
1731081531
საარჩევნო დარღვევებზე დავა დასრულებულია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2263 ელექტრონული უბნის შედეგები გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. საიაში აცხადებენ, რომ სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება. თამარ წულუკიძის თქმით, მათი მიზანი ყველა სამართლებრივი ეტაპების გავლა და საქმის წარმოების ბოლომდე მიყვანაა
მეტის ნახვა