სრული იზოლაცია ევროპისგან - ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები ირაკლი კობახიძის ვიზიტზე

სრული იზოლაცია ევროპისგან - ასე აფასებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები პრემიერ მინისტრის ვიზიტს ბუდაპეშტში. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ასეთი იგნორი ჩვენი ქვეყნის  ხელისუფლებას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ახსოვს.  რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის დისტანცირებას ირაკლი კობახიძისგან და  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე- ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სხვა დამოკიდებულება უკრაინელი ლიდერისგან მოსალოდნელი არც იყო, რადგან კობახიძე რუსეთს წარმოადგენს. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს მთავრობის მეთაური  ბუდაპეშტში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებოდა, რომელზეც ვიქტორ ორბანმა მიიწვია. სწორედ გუშინ, მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ აქვთ, რაც ძალიან ცუდია. ზელენსკიმ ასევე შეაფასა 26 ოქტომბრის არჩევნები და თქვა, რომ "ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა".

მეტის ნახვა