ახალი ამბები • 1732172899
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საიას და "ჩემი ხმას" საჩივრები არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც არჩევნების შედეგების გაბათილებას 150-მდე საარჩევნო უბანზე ითხოვდა. საუბარია იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრის პროცესი ელექტრონული წესით გაიმართა. მსჯელობა 26 საჩივარზე, სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საია და სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ მთავარ მიზეზად კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სტრასბურგის სასამართლოზე მიმართვას გეგმავს.
1731685299
1727447820