ახალი ამბები • 1738944434
2023 წელს 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

2023 წელს 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამის შესახებ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს" ანგარიშში წერია.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით, მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით, სააგენტომ სასამართლოებს შუამდგომლობით მიმართა 433 შემთხვევაში. აქედან, დაკმაყოფილდა 430 შემთხვევა, ხოლო განუხილველად დარჩა - 3 შემთხვევა (მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე).
„2023 წლის განმავლობაში, 130 შემთხვევაში დასრულდა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა, აქედან სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განხილულია 68 შემთხვევა და შედეგად დადგა 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი,“- აღნიშნულია ანგარიშში.

1738914298

1728455482

1727447820