ახალი ამბები • 1769693544
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს
ჯანდაცვა
1712938305
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს. ამისთვის უწყებამ 224 კონცენტრატორი უკვე შეიძინა. სამინისტროს ცნობით, სერვისი უზრუნველყოფს, როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მოცვას, ასევე დროულ მომსახურებას იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ამბულატორიულ პირობებში ოქსიგენოთერაპია სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ.
პროგრამის მიზანი პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობაა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 392 000 ლარი გამოიყო.
მეტის ნახვა






















