აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის პრიორიტეტები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა დაიწყო. უწყებამ დაგეგმილი პროექტები და სიახლეები, სამედიცინო დაწესებულებების, სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

დაახლოებით 16 მილიონი ლარი გამოიყოფა ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად, 14 მილიონი ლარით დაფინანსდება სოციალური მიმართულებები.

იგეგმება სხვადასხვა დაავადების მკურნალობისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების ღირებულების სრულად დაფარვა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსების ზრდა.

გაორმაგდება 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

ცვლილება შედის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაშიც. ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა