ახალი ამბები • 1756410394
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც სამინისტროს პროგრამებით ძვირადღირებული მედიკამენტებით ფინანსდებიან
ჯანდაცვა
1659722315
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც სამინისტროს პროგრამებით ძვირადღირებული მედიკამენტებით ფინანსდებიან. უწყება, რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობას, ბოლო ორი წელია აფინანსებს. მიმდინარე წელს კი, დაიწყო ფსორიაზით, ფსორიაზული ართრიტითა და მაანკილოზირებული სპონდილიტით დაავადებული პაციენტების დაფინანსებაც. მომავალი წლიდან, სამინისტრო პროგრამების დაფინანსების გაზრდას გეგმავს და სერვისის მიღება უფრო მეტ ბენეფიციარს შეეძლება. აღნიშნული დაავადებების ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობა 50-მდე ბენეფიციარს უფინანსდება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა