ახალი ამბები • 1732172899
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მამოლოგიის ცენტრი გაიხსნა
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მამოლოგიის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული მამოგრაფით. მკერდის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან ერთად, კლინიკაში ასევე შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და კოლორექტალური კიბოს სკრინინგი.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის თქმით, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში ჩაიტარონ კვლევა, საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაცია.
"ძუძუს კიბოს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალიზებული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია აჭარის მოსახლეობისთვის. პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში ჩაიტარონ კვლევა, საჭიროების შემთვევაში ოპერაციული მკურნალობა, ქიმიო თერაპია და სხვა მომსახურება. როგორც მოგეხსენებათ 2022 წლის 1 ნოემბრიდან აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა სრულად ფინანსდება. მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობს დროულად ჩაიერთონ სკრინინგ პროგრამები, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა" - აღნიშნა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
1731685299
1727447820