ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა
ჯანდაცვა
1685697667
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა. განყოფილება 30 პაციენტზეა გათვლილი.
კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პედიატრიული მიმართულებები: ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ზოგადი პედიატრია, კარდიორევმატოლოგია, ნეფროლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია, ტოქსიკოლოგია, გასტროენტეროლოგია, ბავშვთა ინფექციები, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისებს, უახლოეს პერიოდში, ბავშვთა რეანიმაცია დაემატება. დეპარტამენტს 37 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედეატრი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, თამაზ სურმანიძე უხელმძღვანელებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა