ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
ჯანდაცვა
1711037305
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. კლინიკა „ლაიფმა“ მოზარდებს ლაბორატორიული და რადიოლოგიური უფასო კვლევები შესთავაზა.
დაწესებულება 2024 წლის სლოგანს - ,,ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები" შეუერთდა და ყოველწლიურად, დამეგობრების მიზნით, სხვადასხვა აქტივობის გამართვა დააანონსა.
დღეს კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა "კარაპს მედლაინთან".
მეტის ნახვა






















