ახალი ამბები • 1756410394
დაუნის სინდრომის დღე - ბათუმში, მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ჯანდაცვა
1711037078

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. საგანმანათლებლო სივრცეში ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ფასადის სრული რეაბილიტაცია და ინკლუზიური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა.
ანალოგიური ინკლუზიური განათლების ცენტრის მოწყობა იგეგმება ხელვაჩაურში, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან უკვე შეძლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებას.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა