დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით უფასო იქნება

დღეიდან ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო  უფასო ვაქცინაცია დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში დღეის მონაცემებით,  უკვე 5 060 მოქალაქეა აცრილი. ჯამში რეგიონისთვის 23 ათასი დოზაა გათვალისწინებული.  პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში რისკჯგუფები ჩაერთნენ, მათ იყვნენ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამშრომლები, დღეიდან კი იგი ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Abbott-ია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი მოქალაქეებს ჰიგიენის დაცვისა და ხალმრავლობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. 

მეტის ნახვა