მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის - ახალი პროგრამა აჭარაში

მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის - ამ სახელწოდებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 2023 წლიდან ახალი პროგრამული ღონისძიება დაიწყო. სიახლის ფარგლებში, ბენეფიციარებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდებათ. მიზანი ფეხმძიმობის პერიოდის სწორად წარმართვა და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებაა.

სასწავლო კურსს მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი წარუძღვებიან. პროგრამაში მონაწილეობა აჭარაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ორსულს/ან მის მეუღლეს შეუძლია, რომლის სარეიტინგო ქულაც 0-დან 200 000-ის ჩათვლითაა. ასევე, თუ ფეხმძიმე ან მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

მეტის ნახვა