ახალი ამბები • 1769693544
რა არის თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზი - ფაქტორები, რომლებიც მის პროვოცირებას იწვევს
თავბრუსხვევის ჩივილით, BMC-ის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს, პაციენტები, თითქმის ყოველ მეორე დღეს მიმართავენ, თუმცა ეს მიმართვა ხშირად დაგვიანებულია, რადგან, ადამიანები, მას ყურადღებას დროულად არ აქცევენ.
თავბრუსხვევა, დაავადება არ არის. იგი სხვადასხვა პათოლოგიის ერთ-ერთი სიმპტომია. სწორედ ამიტომ, სამედიცნო დაწესებულებას, გამოვლენისთანავე უნდა მიაკითხოთ, რადგან შემდეგ გამომწვევის მკურნალობაც გვიანდება და თავბრუსხვევის მოხსნაც ხანგრძლივი პროცესია.
თავბრუსხვევა, სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ადამიანს უჭირს წონასწორობის შენარჩუნება, არის განცდა, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს, აქვს თავში სიცარიელის შეგრძნება.
თავბუსხვევის გამომწვევი როგორც ნევროლოგიური, ასევე სხვა, არანევროლოგიური პათოლოგია შეიძლება იყოს, შესაბამისად, მისი მკურნალობა დამოკიდებულია, სწორ დიაგნოსტიკაზე. დიაგნოზის დასმა, ანამნეზის შეკრებით იწყება. საჭიროების გათვალისწინებით, იგეგემება პაციენტის მაღალტექნოლოგიური კვლევები.






















