როგორ უფასდებათ შრომა ექთნებს

საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის  COVID-19-ით  გამოწვეული პანდემია ერთგვარ  გამოცდად იქცა , რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი  შეიძინა  და სრულიად შეცვალა  ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. ვინ დგას ბრძოლის წინა ხაზზე? პასუხი მარტივია. ადამიანები, რომლებიც მუდმივად იბრძვიან ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ისინი ზრუნავენ ჩვენზე, თუმცა სახელმწიფო მათთვის შრომით ანაზღაურებას მინიმალურს გასცემს. 

ჯანდაცვის მინისტრი გვარწმუნებს, რომ ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდე მერყეობს. მეტიც, ეკატერინე ტიკარაძემ, ჯერ კიდევ აგვისტოში, თქვა, რომ  მათი ანაზრაურება კიდევ უფრო გაიზრდებოდა. თუმცა, პირობა პირობად დარჩა. ეკატერინე ტიკარაძის სიტყვების გულწრფელობა, ექთნებს, ფინანსურ ნაწილში, ამ დრომდე, არ უგრძვნიათ.

საპირისპიროს ამტკიცებენ, უფლებადამცველი ორგანიზაციები. ისინი ექთნების მძიმე შრომით პირობებზე და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე დიდი ხანია საუბრობენ. სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ექთნების დიდი ნაწილის ყოველთვიური ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. თუმცა, ისინი დღემდე პანდემიასთან ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან. ისედაც დატვირთული სამუშაო საათეები, პანდემიამ, 24 საათიან გრაფიკად აქცია. სათანადო ანაზღაურების არ ქონასთან ერთად, ვითარებას საჭირო აღჭურვილობის არ ქონაც ამძიმებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ასეთ  პირობებში მუშაობა რთულია, თუმცა, მათთვის პრიორიტეტი ინფიცირებული პაციენტების დახმრებაა. მედიკოსები ამბობენ, იმასაც, რომ ამის მიუხედავად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მდგომარეობა.

ექთნების ხელფასების განხილვა სახელმწიფომ გადადო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვნად გაიზარდა, საჯარო მოხელეების,  მათ შორის, მაგალითად, მერებისა და მერის მოადგილეების ანაზრაურება - საშუალოდ, 1000 ლარით.

მეტის ნახვა