ახალი ამბები • 1743412024
სახელმწიფო პროგრამით, აჭარაში, საცხოვრისი კიდევ 27 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
ჯანდაცვა
1713511167
“ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა.
მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 34.2%-ით გაიზარდა , შესაბამისად გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე, თანხა 2023 წელს 40 000 ლარს შეადგენდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე საცხოვრისი 753-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. მასში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.
მეტის ნახვა