ახალი ამბები • 1742384263
სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ დააფინანსებს | პრემიერის დადგენილება
ჯანდაცვა
1709618975

სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ დააფინანსებს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაშია საუბარი.
დადგენილების თანახმად, ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. სუროგატი დედების მშობიარობას სახელმწიფო 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.
ცნობისთვის, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავდა სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვაც ხმაურიანი მსჯელობების შემდეგ დროებით შეჩერდა.

შეფერხებები სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს
1742233332
მეტის ნახვა