ახალი ამბები • 1756410394
უფასო სამედიცინო მომსახურება “ბეშუმის” ამბულატორიაში
ჯანდაცვა
1725352383

უფასო სამედიცინო დახმარება კურორტ "ბეშუმის" ამბულატორიაში, იალაღებზე მყოფ მემთეურებს მიეწოდა
პროცესს ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
მაღალმთიან აჭარაში უფასო სამედიცინო აქციები პერიოდულად იმართება, მთავარ მიზანს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში, ხორციელდება კონსულტაცია და სამედიცინო კვლევები, მოწვეული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმების მიერ.
ამჯერად, სამედიცინო აქციებში ჩართულები იყვნენ მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრის" და "საქართველოს კლინიკების" ქსელის ექიმები.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა