უშვილობა, როგორც პრობლემა - რა არის ხელის შემშლელი ან/და შემწყობი ფაქტორები და გამოსავალი?

უშვილობა, როგორც სამედიცინო, ისე სოციალური პრობლემა. საქართველოში, მის დაძლევას ოფიციალური სტატისტიკით წყვილების  15% ებრძვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-6-ე გამოწვევის წინაშეა. უშვილობას, მრავალი გამომწვევი ფაქტორი აქვს და იგი თანაბრად შეიძლება იყოს როგორც ქალის, ისე კაცის მიზეზით. დღეს პრობლემის დაძლევის სხვადასხვა გზა არსებობს. წყვილებს, მკურნალობას, თითქმის ერთი წელია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უფინანსებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, დაიბადა პირველი ახალშობილიც. როგორია უშვილობის ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორები და გამოსავალი?

საქართველოში რეგისტრირებული წყვილების 15% უშვილოა. სპეციალისტების თქმით, პატარა ქვეყნისთვის ეს ციფრი საკმაოდ მაღალია. მზარდი ნეგატიური სტატისტიკის პარალელურად, წლიდან წლამდე, იცვლება უშვილობის, როგორც დიაგნოზის დეფინიციაც. მაგალითად, ათი წლის წინ, წყვილი უშვილოდ ითვლებოდა, თუ ორსულობა თანაცხოვრების სამი წლის განმავლობაში არ დადგებოდა, დღეს ეს ვადა ერთ წლამდეა შემცირებული. 35 წელს ზემოთ წყვილი კი უშვილოდ ითვლება, თუ ორსულობა 6 თვეში არ დადგება.

ქალების შემთხვევაში, უშვილობას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. იგი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეძენილი ან ტრავმების შედეგად  წარმოქმნილი პრობლემა. უფრო ხშირად კი, უშვილობა უგულვებელყოფილ ანთებით და ინფექციურ პათოლოგიებს უკავშირდება.

კაცებში, უშვილობის ყველაზე, ხშირი, მიზეზი სისხლის მიმოქცევის მოშლას უკავშირდება. სტატისტიკურად, უშვილობას, ვარიკოცელეს დიაგნოზით კაცების 30% ებრძვის. არსებობს სხვა ფაქტორებიც.

პათოლოგიები ქალებში და კაცებში, რომლებიც დაორსულებას უშლის ხელს, მკურნალობას, ხშირად, ექვემდებარება, თუმცა, არა ყოველთვის. გარდა ამისა, რეპროდუქტოლოგები წყვილებს შორის ე.წ. შეუთავსებლობაზე საუბრობენ. ეს ის შემთხვევაა, როცა წყვილს პათოლოგია არ აქვს, მაგრამ, ორსულობა მაინც ვერ დგება. ასეთ დროს, გამოსავალი, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება ხდება. იგი საკმაოდ ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, უშვილობის მკურნალობის და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების დაფინანსება, გასული წლის ივნისში დაიწყო. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, აჭარაში, პირველი ბავშვი უკვე დაიბადა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის პირობა ასეთია: ბენეფიციარი უნდა იყოს, აჭარაში მცხოვრები 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.

მეტის ნახვა