"ყველაფერი ჩვენს ხელშია" - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართა

“ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართა. მას  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წევრები, ექიმები და თავად პაციენტები ესწრებოდნენ. რეგიონში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთათვის სპეციალური პროგრამა 2020 წლიდან ამოქმედდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის ხელმისაწვდომობით, უკვე, 40-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

მეტის ნახვა